saqarTvelos qedebi - oxaCquis qedi
ქედი აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის პერიფერიულ ზოლში, ოხაჩქუის მასივის ამაღლებულ ნაწილზე, მდინარეების ენგურისა და ოქუმის ხეობებს შორის. უმაღლესი წერტილი - მთა ოხაჩქუე (2156 მ). აგებულია ცარცული , ზედაიურული და ეოცენური კირქვებით, რომლებშიც კარსტი ვითარდება. კარსტული ძაბრების გარდა ბევრია შახტები და მღვიმეები. ქედის კალთები 2000 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით (დაბლა ფოთლოვანი, მაღლა წიწვიანი), თხემი - სუბალპური მდელოებით. ოხაჩქუის მასივზე არის ჩაკეტილი ქვაბულები (დიდი და მცირე ოფუჯე, ოთეფურე, ოჭაკე, ჯაკონა), რომლებშიც ზამთრობით ცივი ჰაერი გუბდება და ალპური ზონისათვის დამახასიათებელი მცენარეები იზრდება (მათ შორის იშვიათი ვარდისფერი როდოდენდრონი - დეკისა და შქერის ჰიბრიდი). ოჭაკის ქვაბულში არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი „აერო“.